weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ უკრაინას და მოლდოვას – მიშელი

11:57 ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022

„ეს გადამწყვეტი მომენტია ევროკავშირისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ უკრაინას და მოლდოვას და ევროპულ პერსპექტივას უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას“, – განაცხადა დღეს, 23 ივნისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

დღეს და ხვალ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

17 ივნისს, ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, არ გაუწია რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას მხოლოდ წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პირობას შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებაც. ევროპული საბჭო დიდი ალბათობით გაითვალისწინებს ევროკომისიის მოსაზრებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]